ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სამგზავრო ლაინერი


ახალი სამგზავრო ლაინერი
ახალი სამგზავრო ლაინერი

აშშ-ში შექმნილი ბოინგი კვირას ბრიტანეთში დაეშვა.

ახალი სამგზავრო ლაინერი
ახალი სამგზავრო ლაინერი

ბოინგ 787 -ის საერთაშორისო დებიუტი ბრიტანეთში ფარნბოროს საავიაციო გამოფენაზე შედგა. სამგზავრო ლაინერის გამოჩენას უკვე დიდი ხანია ელოდა საზოგადოება.

აშშ-ში შექმნილი ბოინგი კვირას ბრიტანეთში დაეშვა , ეს მისი პირველი ფრენა იყო ამერიკის ფარგლებს გარეთ. მისი კორპუსის დიდი ნაწილი ლითონის ნაცვლად, კარბონისგანაა აწყობილი, გამოყენებულია ასევე ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც თვითმფრინავის სიმჩატესა და საწვავის ეკონომიურად გამოყენებას გულისხმობს.

ბოინგის აღმასრულებელი დირექტორის ჯიმ მაკნერის განცხადებით, მგზავრები ლაინერს სავარაუდოდ მომავალი წლისთვის იხილავენ.

ხოლო დაგვაინების მიზეზად, ტესტირების დროს გარკვეული ხარვეზების აღმოჩენა გახდა. ბოინგ 787 ორი წლის დაგვიანებით გამოდის. ამ დროისათვის უკვე 860 ლაინერია შეკვეთილი.

XS
SM
MD
LG