ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი აზიურ ტურნეს იწყებს


ჰილარი კლინტონი აზიურ ტურნეს იწყებს
ჰილარი კლინტონი აზიურ ტურნეს იწყებს

ავღანეთში ომის მოგებისათვის შეერთებული შტატების და პაკისტანის მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აზიური ტურნე პაკსიტანში ვიზიტით დაიწყო. ტურნეს მიზანი ავღანეთში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის აზიური პოლიტიკის სრულყოფაა.

ჰილარი კლინტონი დღეს ისლამაბადში ჩავიდა. ის პაკისტანის ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ავღანეთში ომის მოგებისათვის შეერთებული შტატების და პაკისტანის მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.

მოლაპარაკებები ასევე შეეხება შეერთებული შტატების მიერ პაკისტანისთვის დახმარების გაწევას ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის, საირიგაციო, ენერგეტიკული და სოფლის მეურნეობის ობიექტების განვითარებას.

XS
SM
MD
LG