ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის მიმართ ახალი სანქციები დაამტკიცა


გაეროს უშიშროების საბჭოს 12 წევრი სახელმწფოსაგან მხოლოდ 12-მა მისცა ხმა რეზოლუციას ირანის მიმართ ახალი მკაცრი სანქციების დაწესების თაობაზე. ბრაზილია და თურქეთი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ. კენჭსყრაში მონაწილეობისაგან თავი ლიბანმა შეიკავა. რეზოლუცია #1929 გულისხმობს ირანზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან შეაჩეროს მისი ბირთვული პროგრამა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა როგორც უაზრო ისე შეაფასა ეს რეზოლუცია. გაეროში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ვერავითარი ზეწოლა ვერ აიძულებს ირანს უარი თქვას მისი კანონიერი უფლებების დაცვაზე.

XS
SM
MD
LG