ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში რამდენიმე აფეთქება მოხდა


დღეს ბაღდადის მიდამოებში ბომბი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.

ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს ბაღდადის მიდამოებში ბომბი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.

აფეთქება ბაღდადის პოლიციის შენობასთან მანქანაში დამონტაჟებული ბობმბის ამოქმედების შემდეგ მოხდა. დაღუპულთაგან 4 პოლიციელი იყო, 12 ადამიანი დაჭრილია. ოფიციალური პირების განცხადებით, კამიკაძე ტერორისტმა მანქანა პოლიციის შენობასთან შეკრებილ სამართალდამცავების ჯგუფს შეაჯახა.

კიდევ ერთი აფეთქება ბაღდადი ალავის უბანში მოხდა. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი,ორი დაიჭრა.

ბაღდადიდან 30 კილომეტის მოშორებით, ქალაქ მაჰმუდიაში გზისპირა ბომბი აფეთქდა. მსხვერპლი არ დაფიქსირდა, მაგრამ არსებული მონაცემებით, დაშავებულია 8 ადამიანი.

XS
SM
MD
LG