ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრაციის კანონი აშშ-ს დილემაა


ახალმა კანონმა ამერიკის გარშემო საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია და ქალაქი ტუქსონი ორ ნაწილად გაყო.

მიგრაციის შესახებ არიზონას შტატის ახალმა კანონმა ამერიკის გარშემო საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია და ქალაქი ტუქსონი ორ ნაწილად გაყო.

ამერიკა-მექსიკის საზღვრიდან 100 კილომეტრის სიშორეზე მდებარე ქალაქში, მესაზღვრეების ინფორმაციით, არალეგალების 40 პროცენტს აკავებენ. გასულ წელს აქ დაახლოებით 240.000 არალეგალ მიგრანტს მიაგნეს.

სამხრეთ ტუქსონში, მექსიკის საზრვრის მიმდებარე ტეროტორიის მცხოვრებლები ტრაფიკინგისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის შესახებ იუწყებიან, ისინი იმ უსიამოვნო ბარგის მოხშირებას აპროტესტებენ, რომელსაც საზღვარზე გადასულები მათ სახლებთან ტოვებენ.

ბილ ოდლეს სახლი საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობამ, შტატი აიძულა მიგრაციის კანონი მიეღო.

“ჩვენ იმდენად იმედგაცრუებულები ვართ ფედერალური მთავრობის მხრიდან უმოქმედობის გამო. მათ ეს ვალდებულებები კონსტიტუციურად აკისრიათ და მაინც არ მოქმედებენ.”

თუმცა სამხრეთ ტუქსონის ლათინურ დასახლებაში დამოკიდებულება განსხვავებულია. მექსიკელი ამერიკელი პანჩო მედინა ამბობს რომ კანონი ლათინო-ამერიკელების წინააღმდეგ არის მიმართული.

“გამოდის რომ შტატის კანონმდებლობა ამბობს: მექსიკელებო,დაბრუნდით სახლებში. ეს ის არის, რასაც ისინი რეალურად ამბობენ. მე ვბრაზდები, რადგან თავს ბევრად უფრო ამერიკელად ვგრძნობ, ვიდრე ნებისმიერი სხვა.ბევრად პატრიოტი ვარ ვიდრე ამერიკელების ნახევარზე მეტი.”

კრიტიკის საპასუხოდ, შტატის კანონმდებლებმა კანონს სახელი შეუცვალეს, იმისათვის რომ დაემტკიცებინათ, რომ რასობრივი მოტივი არ არსებობდა.

მაგრამ სასულიერო პირი დელ მაკკორმიკი თვლის, რომ რასობრივი მომენტი მაინც გადამწყვეტი იქნება.

“ყველამ კარაგდ იცის აქ ყველაზე ხშირად ვინ ჩერდება. ეს წლების მაძილზე ხდება. ვიცით,რომ ეს არის ხალხი მუქი კანით , ტანად დაბალი, მათ სპეციპიურად აცვიათ, ძირითადად შავები, ადვილი მისახვედრია რომ ისინი მიგრანტები არიან.”

პოლიცია შიშობს, რომ კანონი ესპანურ დიასპორასთან ურთიერთობას გააფუჭებს.

კაპიტანი მაიკლ გილული, ტუქსონის პოლიციის უფროსი, ამბობს, რომ ახალი კანონი პოლიციელებს სხვა არსებული კანონების მიხედვით მოქმედებას გადაავიწყებს.

“ეს შეიძლება ჩვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან ეს დაკავებული რეგიონია და დრო ყველაფრისთვის უნდა გვქონდეს. თუკი ხალხი საჭიროდ ჩათვლის, კანონი ითვალისწინებს , სამოქალაქო სარჩელის აღძვრას პოლიციის წინააღმდეგ, ასე რომ პოლიციამ თავი უნდა დაიცვას.”

მას შემდეგ, რაც არიზონას მმართველმა ჟან ბრევერერმა კანონას, მიგრაციის შესახებ ხელი მოაწერა, ამერიკის სხვა ქალაქებმა შტატს ბოიკოტი გამოუცხადეს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამამა მექსიკის საზღვართან უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად 1200 ეროვნული დაცვის თანამშრომლის გაგზავნის პირობა დადო, თუმცა ეს მცდელობა ორივე მხარის დასაკმაყოფილებლად ცოტა აღმოჩნდა.

საბოლოოდ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფედერალური მთავრობა მიგრაციის კონტროლზეა პასუხისმგებელი. კონსერვატორები უფრო მეტად საზღვრის დაცვის გამკაცრებულ ნორმებს უჭერენ მხარს. ლიბერალები კი მიგრაციის რეფორმით, ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივების მომხრენი არაიან.

XS
SM
MD
LG