ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთნიკური უმცირესობების როლი ბრიტანეთის პარლამენტში გაიზარდა


პირველად ბრიტანეთის ისტორიაში შავკანიანი ქალბატონი ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისათვის იბრძვის. გასულ თვეს ეთნიკური უმცირესობების მიერ ბრიტანეთის პარლამენტში რეკორდული რაოდენობის ადგილები იქნა დაკავებული. სულ უფრო ფართოვდება ბრიტანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ეროვნული უმცირესობების როლი. დაიენ ებოტი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ადგილისათვის იბრძვის 20 წლის წინ პირველი შავკანიანი ქალბატონი გახდა, რომელმაც ბრტანეთის პარლამენტში მოიპოვა ადგილი. ჩვენთან საუბარში ქალბატონმა ებოტმა აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევა მიმართულია ბრიტანეთში ახალი პოლიტიკური პერსპექტივების დასახვისაკენ.

-„ჩემის აზრით დროა თანამედროვე ბრიტანეთში, რომელიც ბოლო დროს ასე შეიცვალა და ეთნიკურად ასეთი მრავალფეროვანი გახდა, ხალხმა ამ ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში იხილოს ეთნიკური მრავალფეროვნება.“

ლეიბორისტული პარტია ბოლო 13 წლის განმავლობაში იდგა ქვეყნის მართვის

სადავეებთან - ჯერ ტონი ბლერისა, ხოლო შემდგომ გორდონ ბრაუნის ხელმძღვანელობით. მდგომარეობა 6 მაისს ჩატარებული არჩევნების შემდეგ შეიცვალა, როდესაც ლეიბორისტული პარტია დამარცხდა, ხოლო ბრაუნი კი გადადგა პარტიის ლიდერის პოსტიდან. 6 მაისს აფრიკული და აზიური წარმოშობის 27 კაცი იქნა არჩეული პარლამენტში. საარჩევნო ჯგუფის „ოპერაცია შავკანიანთა ელექტორატის წევრს აშოკ ვისვანატანს მიაჩნია, რომ პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობის გაზრდის მიზეზი საარჩევნო პროცესში ეთნიკური და რასიული უმცირესობების ელექტორატის გააქტიურებას უნდა მივაწეროთ. მან კერძოდ თქვა:

-„მთლიანობაში ელექტორატის აქტივობაბ 61-დან 65-თ პროცენტამდე მოიმატა. რაც შეეხება შავკანიანთა უმცირესობის ელექტორატს აქ აქტივბამ 45-დან 55-თ პროცენტამდე მიაღწია. „

იანვარში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადჰყო ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში შავკანიან ახალგაზრდათა თითქმის ნახევარი უმუშევარია. წელს ეთნიკური და რასობრივი უმცორესობების ელექტორატმა ფაქტობრივად ხმა მისცა ამ მდგომარეობის გამოსწორებას . ანტონი კალო 20 წლის სტუდენტია, რომელმაც პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ეთნიკური და რასიული უმცირესობების ახალგაზრდებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე სულ უფრო მეტი ეთნიკური და რასიული უმცირესობის წარმომადგენელი გამოჩნდეს. მისივე აზრით მათთვის პარლამენტში უმცირესობების მოხვედრა დადებით და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

ამის თაობაზე თავისი აზრი გაგვიზიარა ბრიტანელმა სტუდენტმა, სახელად სეიდმა:

-„ იმედი მაქვს ერთ მშვენიერ დღეს პრემიერ-მინისტრი გავხდები. დარწმუნებული ვარ თუ რამეს მოინდომებ და ამ მიზნის მიღწევაზე იმუშავებ აუცილებლად მიაღწევ მას.“

ბრიტანეთის 650 ადგილიან პარლამენტში ქალები 20 პროცენტს შეადგენენ, ხოლო ამ პარლამენტის 27 ადგილი ეთნიკურ და რასიულ უმცირესობებს უკავიათ.

XS
SM
MD
LG