ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი უჩვეულო პერსპექტივის წინაშეა


სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი უჩვეულო პერსპექტივის წინაშეა

IMF Arrest 943683

m.g.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე დომინიკ სტრაუს-კანი შესაძლოა დღესვე გაანთავისუფლონ ნიუ იორკის რიკერის ციხიდან და სასამართლოს დაწყებას ის ფაქტიურად შინაპატიმრობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ დაელოდება.

მოსამართლემ ეჭვმიტანილის ოჯახის მხრიდან მილიონი დოლარის გადახდის და 5 მილიონად შეფასებული სახლის გირაოში ჩადების შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქე სტრაუს-კანს შეიარაღებული მცველების მეთვალყურეობის ქვეშ ნიუ იორკის აპარტამენტში ცხოვრების საშუალება მისცა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ დირექტორს სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურება ბრალდება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა კარგა ხანი მოუწიოს ციხეში გატარება. პროკურატურა მისი თავდებით გაშვების წინააღმდეგი იყო, რადგან სრაუს-კანის სიმდიდრის და კავშირების გათვალისწინებით არსებობს საშიშროება რომ მან ამერიკის დატოვება მოახერხოს.

სრაუს-კანი საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრია და სხვათა შორის ქვეყნის პრეზიდენტობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენასაც აპირებდა.

ამასობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მესვეურები მისი შემცვლელის შესაძლო კანდიდატებზე მსჯელობენ, რაც ევროპელი პოლიტოლოგის დანიელ გროსის აზრით არცთუ ისე ადვილი საქმე იქნება. მისი თქმით:“ ამ ბრძოლაში მთელი მსოფლიო ჩაერთვება, რადგან განვითარებად ქვეყნებს თავისი ინტერესები გააჩნიათ. ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებიან, ასე რომ ახალი კანდიდატურის შერჩევისას ყველას პოლიტიკური ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.“

XS
SM
MD
LG