ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომინიკ სტრაუს კანი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა


დომინიკ სტრაუს კანი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა
დომინიკ სტრაუს კანი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი დღეს ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგა, სადაც მას სასტუმროს დამლაგებლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდება წაუყენეს.

დომინიკ სტრაუს კანის იურისტები აცხადებენ:

"ჩვენი კლიენტი თავს დამნაშავედ არ სცნობს და მზადაა პოლიციის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე დათანხმდეს."

სტრაუს კანი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ოპონენტი უნდა ყოფილიყო. კრიმინალური ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია ელის.

პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში სასტუმროს 32 წლის დამლაგებელმა განაცხადა, რომ სტარუს კანი აბაზანიდან შიშველი გამოვიდა და მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა.

სტრაუს კანს დღეს შეხვედრა უნდა გაემართა, რომელზეც პორტუგალიის, საბერძნეთისა და ევროზონის კიდევ რამდენიმე ქვეყნის ფინანსთა მინისტრებთან მათთვის დახმარების გამოყოფაზე უნდა ესაუბრა.

XS
SM
MD
LG