ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეიტნერი სავალუტო ფონდის დარწმუნებას ცდილობს


გეიტნერი სავალუტო ფონდის დარწმუნებას ცდილობს
გეიტნერი სავალუტო ფონდის დარწმუნებას ცდილობს

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერი საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოვს მმართველი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს. ფონდის ახლანდელი დირექტორი დომინიკ სტრაუს კანი სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული.

გუშინ ნიუ იორკში შეხვედრის დროს გეიტნერი ერთ-ერთი უკანასკნელი საერთაშორისო ფინანსური ავტორიტეტი იყო, რომელმაც სტრაუს კანზე და სავალუტო ფონდის მომავალზე ისაუბრა.

ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა, მარია ფექტერმა, აღნიშნა, რომ სტრაუს კანი უნდა გადადგეს, რათა სავალუტო ფონდის ავტორიტეტი არ დაზარალდეს. მისი ესპანელი კოლეგა ელენა სალდაგო აცხადებს, რომ ის დაზარალებულ ქალბატონს თანაუგრძნობს. ჩინეთის და ბრაზილიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ შემდეგი ლიდერი ევროპელი არ იყოს.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, კი სთხოვს ყველას წინასწარ არ გაასამართლონ სტრაუს კანი. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ევროპას სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობისთვის რამდენიმე კარგი კანდიდატი ჰყავს.

XS
SM
MD
LG