ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა - დემოკრატიული პარტია სასტიკად დამარცხდა


ობამა - დემოკრატიული პარტია სასტიკად დამარცხდა
ობამა - დემოკრატიული პარტია სასტიკად დამარცხდა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღიარა ის ფაქტი, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ სასტიკი დამარცხება იწვნია. პრეზიდენტის განცხადების თანახმად დემოკრატთა დამარცხება იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელები შეშფოთებულნი არიან ქვეყნის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობით. თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად კისრულობს პასუხისმგებლობას იმისათვის, რომ ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორების ტემპები არ არის საკმარისად სწრაფი და მისივე განცხადებით სიტუაციის გამოსწორებისათვის იგი შეეცდება რესპუბლიკელებთან საერთო პლათფორმის გამონახვას.

XS
SM
MD
LG