ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელი მეკობრეები კიდევ ერთ გემს ატყვევებენ


სომალელი მეკობრეები კიდევ ერთ გემს ატყვევებენ

გემის ეკიპაჟი 16 მეზღვაურისგან შედგება.

ევროკავშირის განცხადებით, სომალელმა მეკობრეებმა ლიბერიის ტანკერი ჩაიგდეს ხელში. ტანკერზე იერიში არაბეთის ზღვაში მდებარე კუნძულ სოკოტრას მახლობლად მიიტანეს.

გემის ეკიპაჟი 16 მეზღვაურისგან შედგება, რომელთა შორის ფილიპინელები, ჩერნოგორიელები, ბერძნები და რუმინელები არიან.

ამ რეგიონში მყოფი ნატოს, ევროკავშირის და სხვადასხვა სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალები ამაოდ ცდილობენ სომალელ მეკობრეებთან გამკლავებას.

XS
SM
MD
LG