სომხეთის პრემიერ მინისტრი ტიგრან სარგსიანი ირანის ხელისუფლებასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე გამართავს მოლაპარაკებას.
პრემიერი თეირანში დღეს ჩავიდა, მას თან სომეხი ბიზნესმენების დელეგაცია ახლავს. დაგეგმილია მიის და ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადი ნეჟადის შეხვედრა. ასევე სარგსიანი ირანსი მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდება.
როგორც მოსალოდნელია, ორი ქვეყნის ლიდერები სომხეთსა და და ირანს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებენ. სარგსიანის ვიზიტამდე სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სომხეთი და ირანი ახალი ნავთობსადენის მშენებლობას ამ წლის ბოლოს დაიწყებენ.