ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალყაიდა ესპანელ მძევლებს ათავისუფლებს


ალყაიდას ჩრდილო-აფრიკულმა ფრთამ ესპანური ჰუმანიტარული ორგანიზაციის მძევლად აყვანილი ორი თანამშრომელი გაათავისუფლა. ორივე უკვე ბარსელონას ჩაფრინდა. მანამდე ისინი მალიში მათი დაკავების ადგილიდან ბურკინა ფასოს პრეზიდენტის სასახლეში გდაიყვანეს. გათავისუფლებულ მძევლებს ბარსელონაში თვით ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერო შეხვდა. მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში ზაპატერომ აღნიშნა, რომ ალყაიდას მძევლები 268 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ესპანელი ოფიციალური პირები კომენტარს არ უკეთებენ ესპანეთის ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ესპანეთის მთავრობამ ალყაიდას ამ ორი მძევლის გათავისუფლებაში გამოსასყიდი გადაუხადა.

XS
SM
MD
LG