ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მრეწველობაში და დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა გაუარესდა


ივნისში შეერთებული შტატების ეკონომიკამ 125,000 სამუშაო ადგილი დაკარგა.

ახლახანს გამოქვეყნებული ორი ეკონომიკური ანგარიში შეერთებულ შტატებში ეკონომიკურ გამოცოცხლებასკითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რის მანიშნებელიც არის ის, რომ მდგომარეობა მრეწველობის სექტორში და დასაქმების ბაზარზე საგრძნობლად გაუარესდა.

მაისში შეერთებული შტატების ქარხნებში ახალი შეკვეთების რიცხვი 1.4 პროცენტით შემცირდა, რაც სამომხმარებლო პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ დღემდე სამრეწველო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს წარმოადგენდა.

მეორე ანგარიშის თანახმად კი, ივნისში შეერთებული შტატების ეკონომიკამ 125,000 სამუშაო ადგილი დაკარგა, რაც უწინარეს ყოვლისა იმით აიხსნება, რომ ფედერალურმა მთავრობამ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიზნით დროებით დაქირავებული მუშაკები დაითხოვა.

მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ათასობით უმუშევარმა პირმა თავი დაანება სამუშაოს ძებნას და ამ პირთა რიცხვი უმუშევრობის ოფიციალურ მონაცემებში არ შედის. ამჟამად შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 9.5 პროცენტს უდრის.

XS
SM
MD
LG