ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრითიშ პეტროლიუმი" დამარცხდა


მექსიკის ყურეში ყოველდღიურად 12 დან 19 ათასამდე ბარელი ნავთობი იღვრება.

ენერგოკომპანია "ბრითიშ პეტროლიუმი" აცხადებს, რომ მექსიკის ყურეში დაზიანებული მილის შეკეთების მცდელობა კვლავ მარცხით დასრულდა.

ამის შესახებ განცხადება "ბი-პი-" ს აღმასრულებელმა დირექტორმა დაგ სატელსმა გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაწყვეტად იქნება დაზიანებულ მილზე სარქველის დახურვა, რაც გაჟონვას მნიშვნელოვნად შეამცირებს, მაგრამ ამას დაახლოებით 4 დღე დასჭირდება.

გასული თვიდან მოყოლებული მექსიკის ყურეში ყოველდღიურად 12 დან 19 ათასამდე ბარელი ნავთობი იღვრება.

XS
SM
MD
LG