როგორც თურქეთის ნახევრადოფიციალური სააგენტოს ანატოლიის მიერ გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანის თაობაზე ახალი ინიციატივა გაატაროს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრაზილიის, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თეირანში ჩაატარეს მოლაპარაკება. ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. ანატოლიის ახალი ამბების სააგენტო ამტკიცებს, რომ ამ შეთანხმების დეტალები დღეს იქნება გამოქვეყნებული.
ირანი ახალ გარიგებაზე დათანხმდა - აცხადებს თურქეთის მედია
