ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში


მოლაპარაკებების მთავარი თემა ვაჭრობა და სამომავლო ინვესტიციებია.

თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯებ ერდოღანი საბერძნეთში, მინისტრთა კაბინეტის 11 წევრთან ერთად 2 დღიანი ვიზიტით მიემგზავრება. დელეგაციას თან 100-მდე ბიზნესმენი ახლავს. მოლაპარაკებების მთავარი თემა ვაჭრობა და სამომავლო ინვესტიციები იქნება.

თუმცა განხილვის მთავარი თემა მაინც ტერიტორიული და დიპლომატიური პრობლემები იქნება, რამაც განვლილი ათწლეულების მანძილზე მეზობლელბი რამდნეჯერმე ომის ზღვარზე მიიყვანა.

თურქი პოლიტიკური ექსპერტი ცენგიზ აკტარი ამბობს, რომ სამიტი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა.

“ეს ორივე მხარისთვის სახარბიელო მომენტია. თუკი ორივე ქვეყანა საერთო არსებული პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმდება, ეს ერთხელ და სამუდამოდ მოხდება და ორივე მხარე სარგებელს ნახავს.”

ნატოს 2 წევრი ქვეყანა საომარ მდგომარეობამდე 1974-1996 წლებში 2 ჯერ მივიდა, საბაბი ეთნიკურად გაყოფილი კვიპროსი და ეგეოსის ზღვაზე ტეროტორიული უფლებები იყო.

მოახლოვებულ შეხვედრაზე კვიპროსის თემა კვლავ უმთავრესი იქნება.

სუათ კინიკლიოღლუ, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, ამბობს რომ:

“ჩვენ კვიპროსის პრობლემის მოგვარება გვსურს. ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა გვაქვს არჩეული და კვიპროსი ჩვენს პრობლემად რჩება.”

გაეროს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები ჩიხში გასულ თვეს შევიდა, როდესაც თურქეთის კვიპროსმა საუბრების კრიტიკულ მომენტამდე მიიყვანა. მოლაპარაკებების დაჩქარების მოტივით, პრემიერ ერდოღანი სავარაუდოდ ბერძენ კოლეგასთან გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ისაუბრებს.

რიჩარდ ჰოვიტი, ევროპარლამენტის თურქეთის კომიტეტის წევრი, ამბობს, რომ გაერთიანების მცდელობების დრო სავარაუდოდ გასულია.


“ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობას კუნძულის გაერთიანება აღარ აინტერესებს. ზუსტად ისე, როგორც ის ხალხი, რომელმაც ომი გამოიარა, ელის იმას, რომ თუ ეს მოლაპარაკებები ჩავარდება კვიპროსისი დანაწევრება კიდევ დიდი ხნით გადაიდება.”

კვიპროსის საკითხზე რეზოლუციის მიღება ბევრი დამკვირვებლისთვის თურქეთ საბერძნეთს შორის მეტოქეობის დასრულებას ნიშნავს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ბიუჯეტის ერთიან შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი თანხა სამხედრო სფეროზე საბერძნეთში იხარჯება, ხშირად აღმოსავლეთ მეზობელთან მტრული ურთიერთობის გამო. ათენზე საერთაშორისო ზეწოლიდან გამომდინარე, რომელიც მისი დანახარჯების შემცირებას გამო ხორციელდება. ექსპერტები თვლიან, რომ თუკი რეზოლუციას მიიღებენ და მხარეები მორიგებას შეძლებენ, საბერძნეთს სამხედრო ბიუჯეტზე ფული დაეზოგება, ეს პრემიერსთვის მიმზიდველ გარიგებად ჟღერს.

წარსულში, თურქეთ-საბერძნეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკების ნებისმიერი მცდელობა მარცხით სრულდებოდა. რეზოლუციის გაფორმება თურქეთისთვის ევროკავშირში გაერთიანებას უფრო რეალურ შანსს, საბერძნეთისთვის კი ეკონომიკური უსაფრთხოების მოპოვებას ნიშნავს.

XS
SM
MD
LG