ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის საიდუმლო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და აფრიკაში


პენტაგონის საიდუმლო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და აფრიკაში
პენტაგონის საიდუმლო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და აფრიკაში

გაზეთ ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია რომ პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და აფრიკაში სპეცდანიშნულების ნაწილები გააგზავნა ალ-ყაიდას წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციების განსახორციელებლად.

არავინ იცის ზუსტად რა სახის ოპოერაციების ჩატარებაა დაგეგმილი, თუმცა როგორც შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი მრჩეველი ჩარლზ დანი აცხადებს საიდუმლო ოპერაციების მიზანი შესაძლოა დაზვერვის მუშაობაზე სამხედროების კონტროლის გამკაცრება იყოს, განსაკუთრებით ირანთან მიმართებაში.

არმია დაინტერესებულია რომ ძირითადად სამხედრო ხასიათის სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვოს მაშინ როდესაც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვი საააგენტო უფრო ფართო ხასიათის მასალებს აგროვებს.

როგორც სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი ანტონი შაფერი აცხადებს არმია არ ენდობა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მისი თქმით:“ გულახდილად გეტყვით რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ვერ აკეთებს თავის საქმეს ამ რეგიონში. განსაკუთრებით იმ სფეროში მოისუსტებს, რომელიც სამხედრო დაზვერვას ეხება.“

მიუხედავად იმისა რომ ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი იგეგმება, თუ არა რაიმე სამხედრო აქცია ირანის წინააღმდეგ პენტაგონი ცდილობს რომ ყველაფრისთვის მზად იყოს. როგორც სამხედრო ექსპერტი ჩარლზ დანი აცხადებს ირანის შესახებ სამხედრო ხასიათის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტისთვის. მისი თქმით:“ თუ ირანის წინააღმდეგ ამერიკელ სამხედროებს მოუწევთ გამოსვლა ისინი დაინტერესებულნი იქნებიან რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაზე სრული კონტროლი განახორციელონ და რომელიმე სხვა სააგენტოს მუშაობაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.“

პენტაგონსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს შორის დიდ ხანია ბიუროკრატიული მეტოქეობა არსებობს. თუ სააგენტო ელიტარული სამსახურია, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტამდე მიაქვს ინფორმაცია, სამხედრო დაზვერვის და ეროვნული უშიშროების სააგენტოები უფრო ფართო ხასიათის საკითხებს სწავლობენ და მათი ბიუჯეტიც აღემატება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაფინანსებას.

აღსანიშნავია რომ ამ ბოლო დროს ამერიკულმა დაზვერვამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მათ შორის თვითმფრინავში საშობაო ტერაქტის და თაიმსკვერზე ბომბის აფეთქების მცდელობაც იყო, რის გამოც დაზვერვის ხელმძღვანელს დენის ბლერს თანამდებობის დატოვება მოუწია.

როგორც სამხედრო დაზვერვის ექსპერტი ენტონი შაფერი აცხადებს აღმოსავლეთში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ დევიდ პეტრეუსის განკარგულება პენტაგონის მიერ დამოუკიდებელი სადაზვერვო პოლიტიკის განხორციელებაზე მიანიშნებს. ექსპერტების აზრით ახლო აღმოსავლეთში სპეცოპერაციების განხორციელება უფრო იაფი და ეფექტური იქნება ვიდრე ფართო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები.

XS
SM
MD
LG