ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს რეფორმებში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა


ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს რეფორმებში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს რეფორმებში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ამ თემაზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონ იგორ კვესელავა გვესაუბრება. ბატონი იგორის თქმით: - „გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია საერთაშორის საფინანსო კორპორაციის და მსოფლიო ბანკის მიერ მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყოველი ასეთი გადაწყვეტილება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ეხება პოლიტიკისა თუ ეკონომიკის დარგში ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ ის, რომ უშეცდომო პოლიტიკა, უშეცდომო ეკონომიკა, უშეცდომო ხელისუფლება არ არსებობს. მაგრამ ის რაც გაკეთდა და რაც კეთდება ეს უნდა დაინახოს ოპოზიციამაც და საქართველოს მოსახლეობამაც. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველო მიმზიდველი ხდება ეკონომიკის თვალსაზრისით, ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე პოლიტიკის თვალსაზრისითაც. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოში უმჯებესდება ბიზნეს გარემო და ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შემოვა უცხოური ინვესტიციები და უფრო მეტი უცხოელი ინვესტორი დაინტერესდება საქართველოთი.

XS
SM
MD
LG