ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენცია თბილისში და მისი მნიშვნელობა


საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენცია თბილისში და მისი მნიშვნელობა
საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენცია თბილისში და მისი მნიშვნელობა

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენცია მიმდინარეობდა. კონფერენციაში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. კონფერენცია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ეგიდით მოეწყო.

მთავარი თემა კონფერენციისა იყო რეგიონში ბიზნესის გაუმჯობესების საკითხი. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სახის კონფერენციები საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის - ამ საკითხზე ჩვენმა რესპონდენტამ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ბატონმა მიხეილ თოქმაზიშვილმა ისაუბრა:

„ასეთი სახის კონფერენციების მოწყობა თბილისში საკმაოდ დროულიც არის და საკმაოდ მნიშვნელოვანიც. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ, საერთოდ შეიცვალა საინვესტიციო გარემო მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველოც დადგა ახალი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად საქართველოს აქვს ის პირობები, რომლითაც შეიძლება დააინტერესოს სხვადასხვა ქვეყანა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ რეფორმებს, რომლებიც ჩატარდა ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების სფეროში. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი რეფორმისტული ქვეყანა და სწორედ ეს ქმნის იმის წინაპირობას, რომ ქვეყანაში მოზიდულ იქნას დამატებითი ინვესტიციები. ასეთი კონფერენციები კი ხელს უწყობს იმას, რომ მოხდეს გაცნობა საქართველოში არსებული რეალობისა, მდგომარეობისა და იმ უპირატესობებისა, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ასევე ასეთი კონფერენციები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რომ რისი გაკეთებაა აუცილებელი იმისათვის, რომ მისი ინტეგრაცია მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან უფრო ღრმა იყოს და უფრო ყოვლისმომცველი.“

XS
SM
MD
LG