ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები და მისი გავლენა უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში


არჩევნები და მისი გავლენა უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში
არჩევნები და მისი გავლენა უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში

ამ თემაზე დღეს ჩვენმა რესპონდენტმა თურქმა ბიზნესმენმა ბატონმა ქენან ილდირიმმა ისაუბრა. ბატონმა ქენანმა აღნიშნა, რომ უცხოელი ინვესტორები ელოდებიან 30 მაისის არჩევნებს საქართველოში. -„თუ ეს არჩევნები მართლაც დემოკრატილად ჩატარდება და უცხოელ ინვესტორს ექნებათ იმის გარანტია, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, მაშინ საქართველო მართლაც მოიზიდავს სერიოზულ ინვესტორებს. ბატონამ ქენანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თურქული ბიზნესის პროექტია გეგმაში - კერძოდ მარტვილის რაიონში ჰესების მშენებლობა. ბატონი ილდირიმის თქმით თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ-ტაიპ ერდოღანის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს საქართველო-თურქეთის ურთიერთთანამშრომლობას. ბატონი ერდოღანი დღეს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა.

XS
SM
MD
LG