ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსერვატორთა ყრილობაზე რომნიმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო

შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა პარტიამ წინაასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია კიდევ ერთ შტატში გამართა, რის შედეგადაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარი მეტოქე სავარაუდოდ უკვე გამოიკვეთა. მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატომა მიტ რომნიმ მეინის კოკუსში ხმების 39 პროცენტი მოიპოვა. გარდა ამისა, ვაშინგტონში გამართულ კონსერვატორთა ყრილობაზე მან ხმების 38 პროცენტი მიიღო. ხოლო სამშაბათს სამ შტატში გამარჯვებულმა ყოფილმა სენატორმა პენსილვანიიდან რიკ სანტორუმმა კი კონსერვატორთა მხოლოდ 31 პროცენტის ნდობა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG