ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი და ჩინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ


შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები ეკონომიკისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პეკინში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრეს-კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ ამერიკა, ჩინეთი და საერთაშორისო საზოგადოებრიობა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის განსამუხტავად და ფხენიანისთვის სამხრეთ კორეული ხომალდის ჩაძირვის გამო საკადრისი პასუხის გაცემის მიზნით თანამშრომლობენ.

ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა დაი ბინგუომ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი ქვეყანა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს. ეკონომიკის შესახებ საუბრისას შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა თიმოთი გეიტნერმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იუანის რეფორმის შესახებ თავად ჩინეთმა უნდა მიიღოს. საყურადღებოა, რომ გუშინ ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინტაომ ჩინური ფულადი ერთეულის რეფორმის პირობა დადო.

XS
SM
MD
LG