ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში გრძელდება დაპირისპირება


ბანკოკში შეიარაღებულმა ძალებმა ჯავშანტექნიკა გამოიყენეს ბარიკადებისგასარღვევად. დღეს მთელი დღის განმავლობაში სამხედროები აქციაში მონაწილეებსა და გამვლელებს აფრთხილებდნენ დაეტოვებინათ თავშეყრის ადგილი დაპირისპირებისას გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზი. მოპროტესტეთა კონცენტრაციის რაიონში ბარიკადები იწვის. აქა იქ სროლის ხმა ისმის. აი უკვე რამოდენიმე კვირაა საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ბანკოკის ცენტრი აქვთ დაკავებული. ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებაში 40 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG