ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი უშიშროების ზომებს აძლიერებს


ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს დატა გუნჯ ბაქშის სამლოცველოზე, სადაც ცნობილი სუფისტი წმინდანი არის დაკრძალული.

პაკისტანის ხელისუფლებამ გააძლიერა უშიშროების ზომები ქვეყნის სუფისტურ სამლოცველოებსა და რელიგიური დანიშნულების სხვა საკურთხევლებში მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ლაჰორში მდებარე მუსლიმანურ სამლოცველოზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა 42 ადამიანი დაიღუპა.

180-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, როცა გვიან ხუთშაბათს თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს დატა გუნჯ ბაქშის სამლოცველოზე, სადაც ცნობილი სუფისტი წმინდანი არის დაკრძალული.

პოლიციის ცნობით, დაიწყო გამოძიება თვითმკვლელი ტერორისტების ვინაობის დადგენის მიზნით. თავდასხმის დროს ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა სამლოცველოს ეზოში, ხოლო მეორემ კი სამლოცველოს ქვედა სართულზე, სადაც ხალხი ლოცვისთვის ემზადებოდა.

XS
SM
MD
LG