ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ერთიანდებიან


ირანელი ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ერთიანდებიან
ირანელი ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ერთიანდებიან

ახალგაზრდა ირანელები საკუთარი პოზიციის გამოსახატად საერთაშორისო ინტერნეტ ქსელებს იყენებენ.

ბოლო დროს ირანში სოციალური ქსელები: ფეისბუქი და ტვიტერი ირანელი ახალგაზრდებისთვის თვითგამოხატვის ერთადერთი საშუალება გახდა.

მაშინ, როცა ოფიცილური თეირანი ქუჩაში შეკრებილ მცირე რაოდენობის ხალხსაც კი ეჭვის თვალით უმზერს, ახალგაზრდა ირანელები საკუთარი მეობის დასამტკიცებლად და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, საერთაშორისო ინტერნეტ ქსელებს იყენებენ.

სემ სედეი ირანელი ეროვნების ამერიკელია. მისი თქმით, ირანში თვითდამკვიდრებისა და გამოხატვის საშუალებები ახალგაზრდებს ნაკლებად გააჩნიათ. ფეისბუქი და ტვიტერი კი იძლევა საშუალებას, რომ საკუთარი აზრი და გულისნადები შენი სახელით ან ფსევდონიმის საშუალებით გამოხატო. ამით ირანელ ახალგაზრდებს სრულფასოვნების შეგრძნება უვითარდებათ და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მსავსი ფორმა მოსწონთ:

„გარდა თვითდამკვიდრების მომენტისა, ფეისბუქი ინფორმაციის მოპოვებაშიც გეხმარება. შენ უფრო მეტს ხედავ ,მეტ ინფორმაციას იძენ...ირანში ახლაგაზრდებს ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ“

ირანის მთავრობის მცდელობა, რეჟიმის მიმართ გამოხატული ნებისმიერი სამოქალაქო პროტესტი ჩაახშოს და ადგილზე გაანადგუროს, საერთაშორისო ქსელებთან მიმართებაში - აბსოლუტურად უძლურია. ასი ათასობით ირანელი ახალგაზრდა ფიესბუქსა და ტვიტერზე წევრიანდება, საკუთარ ბლოგებს და ჯგუფებს აყალიბებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ირანელი ახალგაზრდების სოცილური ქსელების მიმართ ინტერესი, მხოლოდ ირანის საზღვრებს შიგნით არ გააქტიურებულა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ირანელები საკუთარ თანამემამულეებს ფეისბუქსა და ტვიტერზე უმეგობრდებიან, სხვადასხვა ჯგუფებში წევრიანდებიან და ერთმანეთთან მუდმივ კავშირში არიან. ასე რომ, დღესდღეობით ირანელი ახალგაზრდობა ერთიანია, როგორც არასდროს და მსოფლიოსგანაც უდიდეს თანადგომას იღებს.

სხვადასხვა ბლოგებსა და ჯგუფებში გაერთიანებული ირანელი ახალგაზრდები თანამედროვე მუსიკისა სფეროშიც საკუთარ მოსაზრებებზე მსჯელობენ დღეს უკვე პოპულარული ირანელი ჰიპჰოპის შემსრულებელი ჰიჩ კასი საკუთარი მუსიკის პოპილარიზაციას ფეისბუქისა და ტვიტერის საშულაებით ახდენს. მისი პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები ირანში დღეს უკვე ყველამ იცის.

ოფიციალური თეირანი ქვეყნის ოპოზიციის ლიდერებს მუდმივად აპატიმრებს, აკონტროლებს ქვეყნის ბეჭდვით მედიასა და ტელესივრცეს, მაგრამ საერთაშორისო ქსელებმა ახალი თავისტკივილი გაუჩინა ირანის მთავრობას და ცოტა ხნის წინ ინტერნეტ გაზეთების გავრცელება დაიწყო. ირანის სამართალმდამცავებმა ინტერნეტ გაზეთის გამომცემლები სასწრაფოდ დააპატიმრეს და გაზეთიც დახურეს.

თუმცა სემ სედეის თქმით, ეს დაპატიმრებებიც დიდხანს არ გაგრძელდება:

"ხალხი ახლა წყნარადაა, მაგრამ სიჩუმე დიდხანს არ გასტანს და ისევ ახალი წინააღმდეგობის ტალღა აგორდება“

ამ ფონზე კი, ირანელები განაგრძნობენ ინტერნეტ ქსელით მსოფლიოსთან ურთოერთობას. ვიდრე დამფრთხალი თეირანი ოპოზიციისგან ახალ ტალღას მოელის, ირანელი ახლაგაზრდები ვირტუალურ ბარიერებს არღვევენ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალ მეგობრებს და მხარდამჭერებს იძენენ.

XS
SM
MD
LG