ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადასვენების ცერემონია შედგა


მუსლიმმა სასულიერო პირმა დაღუპულთა ხსოვნის ლოცვები აღავლინა.

ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში, 15 წლის წინ ასობით მოკლული მუსლიმთა გადასვენების ცერემონია შედგა. ცერემონიაზე ათასობით ადამინი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ დაღუპულთა ნათესავებიც.

775 კუბოს ჩასვენებამდე ,მუსლიმმა სასულიერო პირმა დაღუპულთა ხსოვნის ლოცვები აღავლინა.

შეგახსენებთ, რომ სრებრინიცა გაეროს მიერ ნეიტრალურ ზონად იყო გამოცხადებული, ბოსნიაში 1990 წელს ომის დაწყების შემდეგ,. სწორედ აქ ცდილობდნენ მუსლიმი ბოსნიელები თავის შეფარებას სერბი სამხედროებისგან.

მიუხედავად იმისა , რომ ამ ზონას გაერო აკონტროლებდა, სერბებმა მოახერხეს სრებრინიცას ხელში ჩაგდება. ექსპერტთა განცხადებით, დაახლოებით 8000-მდე მამაკაცი და მოზარდი მოკლეს სრებრინიცასა და მის შემოგარენში.

XS
SM
MD
LG