ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის სასამართლომ ლაზარი დამნაშავედ ცნო


ლაზარმა საიდუმლო რუკები 2008 წელს შეიძინა და მეზობელ ბელარუსში გადაიტანა.

რუსეთის სასამართლომ გადამდგარი პოლკოვნიკი ვლადიმირ ლაზარი ამერიკის ჯაშუშობაში დაადანაშაულა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაზარს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანი რუკების გაყიდვა ედება ბრალად. განაჩენის მიხედვით, ვლადიმირ ლაზარი მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში მოთავსდება.

პროკურორების განცხადებით, ლაზარმა საიდუმლო რუკები 2008 წელს შეიძინა და უჩუმრად მეზობელ ბელარუსში გადაიტანა. მოგვიანებით მან ეს რუკები შეერთებული შტატების დაზვერვის აგენტს გადასცა.

XS
SM
MD
LG