ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტიში ქოლერა მძვინვარებს


ჰაიტიში ქოლერა მძვინვარებს
ჰაიტიში ქოლერა მძვინვარებს

ქოლერამ უკვე სულ მცირე 208 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქვეყანაში გავრცელებულ ქოლერას ჰაიტის სამედიცინო პერსონალი და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორები ებრძვიან.

ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქოლერამ უკვე სულ მცირე 208 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აქედან 50 პატიმარია.

ამავე განცხადების თანახმად, დაავადება 2600 ადამიანს შეეყარა. სავარაუდოდ, დაბინძურებული მდინარე არის ქოლერის პირველი წყარო.

როგორც ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ , თუ ქოლერამ პორტ-ოპრენსში მიწისძვრით დაზარალებულებთა დროებით საცხოვრებელ ბანაკებს მიაღწია, შედეგი სავალალო აღმოჩნდება. ბანაკებში ანტისანიტარული მდგომარეობაა.

ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა უკვე დააფიქსირეს პორტ-ოპრენსში ქოლერით დაავადებული 5 ადამიანი.

XS
SM
MD
LG