რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო მასშტაბით ტენდერის გამოცხადების თაობაზე ორი შვეულმფრენმზიდის აგების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულია თვეების განმავლობაში საფრანგეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე. ადრე რუსეთი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთისგან აპირებდა მისტრალის კლასის ხომალდის ყიდვას ტენდერის გამოცხადების გარეშე. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ტენდერი ღიაა ყველა რუსეული და უცხოური კომპანიისათვის ფრანგი ხომალდმშენების ჩათვლით. საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რწმუნებულმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ვერ ხედავს შეშფოთების მიზეზს რუსეთის გადაწყვეტილების გამო და მოლაპარაკება გარგრძელდება. ამ კლასის ხომალდით შესაძლებელი 16 შვეულმფრენის ჯავშანტრანსპორტიორებისა და ათასობით ჯარისკაცის გადაყვანა. რუსეთის მიერ მისტრალის ტიპის ხომალდის შესყიდვის პერსპექტივა რუსეთის რამოდენიმე ქვეყნის შეშფოთებას იწვევს, მათ შორის საქართველოსიც.