ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში კვლავ აქციები იმართება


დაპატიმრებულია 12 აქტივისტი.

დღეს ბანგლადეშის მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც პოლიციამ ხელკეტებით დაშალა. 2008 წლის არჩევნების შემდეგ ეს პირველი ანტისამთავრობო აქციაა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. დაპატიმრებულია 12 აქტივისტი. დაკავებულთა შორისაა ოპოზიციონერი პარალამენტარიც.

ბანგლადეშის ნაციონალური პარტიის ლიდერი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ხალედა ზია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების მიზეზი მმართველი პარტიის მიერ ისეთი ელემენტარული პირობების შეუსრულებლობაა, როგორიცაა ელექტროენერგიის , ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება.

ბანგლადეშის დედაქალაქში დაკაში მობილიზებულია 10 ათასამდე პოლიციელი. სკოლები და სამთავრობო შენობები დროებით დაიხურა.

XS
SM
MD
LG