ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფეხბურთო ზეიმის მეორე დღე


ასიათასობით გულშემატკივარი ინგლისის და შეერთებული შტატების მატჩის მოლოდინშია

სამხრეთ აფრიკაში კი, უკვე მეორე დღეა საფეხბურთო ზეიმი მიმდინარეობს. ასიათასობით გულშემატკივარი ინგლისის და შეერთებული შტატების მატჩის მოლოდინშია.

სამხრეთ აფრიკაში შეერთებული შტატების მთავრობას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოადგენს. მან დღევანდელი მატჩის შედეგი პროგნოზიც გააკეთა. ბაიდენის განცხადებით, ინგლისის ნაკრებს ამერიკელთა გუნდი დაამარცხებს. უკანასკნელად მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს ორი გუნდი ერთმანეთს 1950 წელს დაუპირისპირდა. ეს მატჩი მაშინ ამერიკელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

XS
SM
MD
LG