ავღანეთის ქალაქ ფაიზაბადში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ამერიკელი მღვდლის მიერ ყურანის დაწვის გეგმის გასაპროტესტებლად.
ერთერთი დემონსტრანტი ნატოს ბაზის შორიახლოს გასროლით მოკლეს.
უშიშროების უწყების ცნობით, შეტაკებები მოხდა, როცა დემონსტრანტები იდ ალ ფითრის დღესასწაულის აღსანიშნად გამართული ცერემონიის შემდეგ ქუჩებში გავიდნენ.
ხელისუფლების ცნობით, დემონსტრანტებმა ნატოს ბაზას ქვები დაუშინეს, რამაც უსაფრთხოების ძალებთან, რომლებიც წესრიგის აღდგენას ცდილობდნენ, შეტაკება გამოიწვია.