ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებმა პროექტი დაბლოკეს


რესპუბლიკელებმა პროექტი დაბლოკეს

ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს მოსალაპარაკებლად მხოლოდ 10 დღე რჩებათ.

ამერიკელმა კანონმდებლებმა ფინანსურ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დღეს შეერთებული შტატების სენატმა რესპუბლიკელების მიერ შემუშავებული ბიუჯეტის შეკვეცის პროექტი დაბლოკა.

გეგმა წარმომადგენელთა პალატას უკვე დამტკიცებული ჰქონდა. პროცედურით კონგრესს ცალკე საკითხად უნდა განეხილა პროექტში შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილება ფედერალური ბიუჯეტის შესახებ. მიღების შემთხვევაში კი, ცვლილების შემდგომი რატიფიცირება თითოეულ შტატში ინდივიდუალურად უნდა გაგრძელებულიყო.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჰარი რეიდმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების მიერ შემუშავებული პროექტი „სუსტია და უაზრო“. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში ის ვეტოს დადების უფლებას გამოიყენებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბონერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საკმარის დათმობებზე არ მიდის.

ამერიკელ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს მოსალაპარაკებლად მხოლოდ 10 დღე რჩებათ.

XS
SM
MD
LG