ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია


სირიაში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია
სირიაში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია

დღეს ლოცვის შემდეგ ქუჩაში გასვლისას „თავისუფლებას“ სკანდირებდნენ.

დღეს სირიაში მთავრობის მოწინააღმდეგე ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. აქცია მოყვა გუშინ, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ახალი კაბინეტის და პატიმრების გათავისუფლების შესახებ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.

ყველაზე ხალხმრავალი პროტესტი ქალაქ დარააში გაიმართა, სადაც აქტივისტები, პარასკევის ლოცვის შემდეგ ქუჩაში გასვლისას „თავისუფლებას“ სკანდირებდნენ.

გუშინ სირიის პრეზიდენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტის ოცდაათადგილიანი შემადგენლობა გამოაცხადა და ბრძანება გასცა გათავისუფლდნენ მარტში დაკავებული ადამიანები.

XS
SM
MD
LG