ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ელიან


რუსეთში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ელიან
რუსეთში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ელიან

პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი.

რუსეთში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ვენ ძიაბაოს ელოდებიან. მოსკოვში დაგეგმილი უმაღლესი დონის მოლაპარაკების დროს უმთავრესი საკითხი ენერგეტიკა იქნება.

ჩინეთის სახელმწიფო მედია-სააგენტოს ცნობით, პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ასევე სხვა ოფიციალური პირები.

რიგით მეთხუთმეტე ყოველწლიურ შეხვედრაზე, რუსეთის და ჩინეთის პრემიერები ვენ ძიაბაო და ვლადიმირ პუტინი ბუნებრივი აირზე შეთანხმებას და სადავო ფასის საკითხს განიხილავენ.

რუსეთი მსოფლიოში ბუნებრივია აირის უდიდესი მწარმოებელი, ხოლო ჩინეთი უდიდესი მომხმარებელია. ასევე ბატონი ძიაბაო მონაწილეობას მიიღებს სანკ პეტერბურგში დაგეგმილ ცამეტი ქვეყნის სამიტში, რომელიც ვეფხვების გადარჩენას ეხება.

XS
SM
MD
LG