ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ზეიმს დაესწრო


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ზეიმს დაესწრო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ზეიმს დაესწრო

კიმ ჩენ ირი თავსი შვილთან, ჩინელ გენერალთან და ჩინეთის სამხედრო კომისიის ვიცე-თავმჯდომარსეთან ერთად ტრიბუნაზე იდგა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი თავის შვილთან ერთად სახალხო ზეიმზე გამოჩნდა. ფხენიანმა ჩინეთთან სამხედრო კავშირის გაფორმება იზეიმა. კიმ ჩენ ირი თავის შვილთან, ჩინელ გენერალთან და ჩინეთის სამხედრო კომისიის ვიცე-თავმჯდომარსეთან ერთად ტრიბუნაზე იდგა.

ჩინეთის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ოფიციალური პეკინის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთი ფხენიანთან სამხედრო კავშირს მომავალშიც განავითარებს.

ჩრდილოეთ კორეის ზეიმი სტადიონზე გაიმართა და ასევე დაემთხვა კორეის ომში ჩინეთიის ძალების ჩართვის მე-60 წლისთავს. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ირს, ის 68 წლისაა. მან თავისი ვაჟ ჩენ უნს გენერლობა უბოძა. ყველა დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში, სწორედ კიმ ჩენ უნი გახდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი.

XS
SM
MD
LG