ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში ტერორისტული აქტი მოხდა


სტამბოლში ტერორისტული აქტი მოხდა

აფეთქების შედეგად 10 პოლიციელი და 12 სამოქალაქო პირი დაიჭრა.

თურქეთის პოლიცია სტამბოლში კამიკაძის მიერ მოწყობილი ტერაქტის ადგილზე ნაპოვნი დამატებითი ბომბების გაუვნებელყოფის სამუშაოებს აწარმოებს.

პოლიციის უფროსის ჰუსეინ ქაფჩინის განცხადებით, აფეთქების შედეგად 10 პოლიციელი და 12 სამოქალაქო პირი დაიჭრა.

თავად კამიკაძე დაიღუპა. არიან მძიმედ დაჭრილები. ტერაქტი თაქსიმის მოედანზე მოხდა, სადაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები იკრიბებოდნენ.

ეს მოედანი სტამბოლის თანამედროვე ცენტრში მდებარეობს და სახელგანთქმულია სასტუმროების და რესტორნების სიმრავლით.

XS
SM
MD
LG