ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს დედაქალაქში მიტინგი მოეწყო


აშშ-ს დედაქალაქში მიტინგი მოეწყო

მიტინგი "კეთილგონიერების აღსადგენად", ორმა პოპულარულმა კომიკოსმა ჯონ სტიუარტმა და სტეფან ქოლბერმა მოაწყვეს.

ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ მასობრივი დემონსტრაცია მოეწყო, რომელშიც ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი ხასიათის დემონსტრაცია დედაქალაქში პირველად ჩატარდა. დემონსტრაცია სახელწოდებით "მიტინგი კეთილგონიერების აღსადგენად" ორმა პოპულარულმა კომიკოსმა ჯონ სტიუარტმა და სტეპენ ქოლბერმა მოაწყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაცია კონგრესის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღინისძიება აპოლიტიკური ხასიათის იყო და არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას არ ითვალისწინებდა.

დემონდტრაცია მუსიკალურ და იუმორისტულ ფონზე განვითარდა. კომიკოსებმა ამერიკელი ხალხის გამოცოხლებასა და ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გატარებული შიშის პოლიტიკაზე ისაუბრეს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მედია საშუალებები ამ შიშის პოლიტიკის პირველი ქომაგები არიან.

XS
SM
MD
LG