ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საშობაო სეზონი დაიწყო


აშშ-ში საშობაო სეზონი დაიწყო

პირველი ნაძვის ხე 1923 წელს ამერიკის პრეზიდენტმა კელვინ კულიჯმა აანთო.

შეერთებულ შტატებში საშობაო სეზონი ოფიციალურად მას მერე გაიხსნა, რაც პრეზიდენტმა ობამამ დღეს ოჯახთან ერთად თეთრი სახლის ეზოში მწვანე და ლურჯი ნათურებით მორთული ნაძვი აანთო.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს, საშობაო დღესასწაულის დროს უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანები არ დაივიწყონ.

შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტების მიერ ნაძვის ხის ანთება უკვე მუდმივ ტრადიციად იქცა. პირველი ნაძვის ხე 1923 წელს ამერიკის პრეზიდენტმა კელვინ კულიჯმა აანთო.

XS
SM
MD
LG