ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამ პიროვნებას ასობით ადამიანის მკვლელობასა და ხორვატიიდან არა სერბი მოსახლეობის დეპორტაციაში სდებენ ბრალს.

სერბეთის ხელისუფლების განცხადებით, დაპატიმრებულია გორან ჰაჯიჩი, რომელიც გაეროს ტრიბუნალის მიერ ძებნილი, ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი უკნასკნელი სერბია.

სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა დააადასტურა, რომ ჰაჯიჩი დღეს დილით დააპატიმრეს „ფრუსკა გორას“ მთიან რაიონში.

გორან ჰაჯიჩი ხორვატიაში მცხოვრები სერბი აჯანყებულების ლიდერი იყო 1990-იან წლებში, რომელიც 2004 წლიდან იძებნებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.

ამ პიროვნებას ასობით ადამიანის მკვლელობასა და ხორვატიიდან არა სერბი მოსახლეობის დეპორტაციაში სდებენ ბრალს.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით:

“მე მინდა შეგახსენოთ სხვა მსგავსი საქმეების შესახებ, რომელთაგან უმთავრესია ოსამა ბინ ლადენის შემთხვევა, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ფატალურად დასრულდა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვიყავით და მოხარულნი ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა.“

XS
SM
MD
LG