ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველო: სტაბილური მომავლის ძიებაში“


„საქართველო: სტაბილური მომავლის ძიებაში“

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წლის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შეინიშნებოდა.

დღეს ორგანიზაცია -კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: სტაბილური მომავლის ძიებაში.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წლის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შეინიშნებოდა, თუმცა ამჟამად მთავრობას ესაჭიროება მომავალ არჩევნებამდე დარჩენილი ორი წელი მაქსიმალურად გამოიყენოს და საზოგადოების ნდობა აღადგინოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რაც სამომავლო რეფორმების გასატარებლად ოპოზიციურ ძალებთან ჯანსაღი კონსულტაციების გზით უნდა მოხდეს.

ეს ანგარიში კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ბოლო ნაშრომია, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს 2012 და 2013 წლებში დაგეგმილი არჩევნების წინ.

ანგარიშში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ რაც კი ხდება ნამდვილად გადაწყვეტს ქვეყნის განვითარებას სტაბილური და დემოკრატული ქვეყნის ამშენებლობის გზაზე. თუ არადა საქართველოს მყიფე, ფსევდოპლურალისტულ საზოგადოებად იქცევა და სტაგნაცია გამეფდება.

დოკუმენტში კერძოდ ნათქვამია: "მთავრობამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ მომავალი ორი წელი უნდა გამოიყენონ საზოგადოების ნდობის აღსადგენად" - წერს ლორენს შითსი, კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. "ამერიკამ და ევროკავშირმა კი საქართველოს მთავრობასთან წარმართული მოლაპარაკებების დროს, ხაზი უნდა გაუსვან თავისუფალი არჩევნების, სასამართლო სისტემის რეფორმისა და მედიის გამჭვირვალეობის მნიშვნელობას."

დიდი სპეკულაციაა პრეზიდენტის შესაძლო როლზეც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია მისი მომავალი და რომ კონსტიტუცია მოდიფიცირებული იყო რეფორმის წახალისების მიზნით და არა რომელიმე ერთი პირის წარმატებისთვის.

ამ ეტაპზე, საქართველოს ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს საკონსტიტუციო ცვლილებების ნაჩქარევი გატარებისთვის, რომლებიც პარლამენტს ახალ ძალაუფლებას სძენს, თუმცა ეს შესწორებები ძალაში შესატყვისი საჯარო დებატების გავლის შემდეგ შევიდა. ოპოზიცია, ამ ეტაპზე ასევე დანაწევრებული რჩება, თუმცა ქუჩის აქციებით ახლა ცოტას თუ უნდა ცვლილების მიღწევა.

ეს კი მთავრობას საშუალებას აძლევს ოპოზიციასთან ითათბიროს და დემოკრატიული პრაქტიკა და ლეგიტიმური საარჩევნო პროცესი დაამკვიდროს.

გასულ თვეს თხუთმეტ პარტიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიწეული შენათხმება, ნამდვილად კარგი დასაწყისია საარჩევნო კოდექსის რეფორმის მიმართულებით.

კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი მედეა ტურაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვანი სასამართლო და მედია რეფორმები გაატარა, თუმცა ახლა კიდევ უფრო მეტი რჩება გასაკეთებელი საზოგადოების ნდობის დასამკვირებლად:

"ქართველთაგან ბევრი სასამართლო ხელისუფლებას ჯერ კიდევ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებულად მოიაზრებს. მედია კი პოლარიზებული რჩება პოლიტიკური ნიშნით" - აცხადებს კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი. "ის 4 ნახევარ მილირადიანი დახმარება, რომელიც საქართველომ ომის შემდეგ უცხოელი პარტინიორებისგან მიიღო და რომელიც ქვეყანას ომისშემდგომ რეაბილიტაციაში უნდა დახმარებოდა, ახლა თანდათან იწურება".

2012-2013 წლებში ფინანსების კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ხარჯვაა მოსალოდნელი, თბილისს კი ამ დროს სავარაუდოდ მწვავე გამოწვევები შეექმნება საგარეო ვალისა და სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალი უცხოური ინვესტიციები და ექსპორტი არ განხორციელდება.

საბინ ფრეიზერი, რომელიც კრიზისების ჯგუფის ევროპის პროგრამის დირექტორია, აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდება 1991 წლის შემდეგ, პირველად დემოკრატიული გზით მთავრობის შეცვლის დროს. რეფორმების ბოლომდე გატარება ქვეყნის რევოლუციურ პერიოდს დაასრულებს და მთავრობას ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციასა და საერთაშორისო დონეზე გრძელვადიანი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის მობილიზებაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG