ანსამბლ Beastie Boys- ის დამფუძნებელი წევრი ადამ იუკი პარასკევს 47 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
იუკმა, რომელიც თავიდან MCA-ის სახელით იყო ცნობილი, 1979 წელს ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ანსამბლ Beastie Boys-მა მას შემდეგ ჰიპ ჰოპის ჟანრში არაერთი წარმატებული მუსიკალური ალბომი გამოსცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფ Beastie Boys ცოცხალი კონცერტით მაყურებლის წინაშე 2009 წლის შემდეგ არ გამოსულა, გასულ თვეს ჯგუფს როკენ როლის დიდების დარბაზში საპატივცემულო ადგილი მიანიჭეს.
Beastie Boys-ის წევრების თქმით, ადამ იუკი სანერწყვე ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. დაავადება მას პირველად 2009 წელს აღმოუჩინეს.