ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ინგლისური ენის სწავლის ბუმია


მსოფლიოში ინგლისური ენის სწავლის ბუმია
მსოფლიოში ინგლისური ენის სწავლის ბუმია

გლობალიზაციისა და რეცესიის ფონზე, ესპანელები სულ უფრო მეტად ცდილობენ ინგლისურის ათვისებას.

ყველაზე აშკარად ეს ტენდენცია ესპანეთში შემიმჩნევა, რომელიც ყოველთვის საკმაოდ ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნებს ინგლისური ენის ცოდნაში. მაგრამ დღეს გლობალიზაციისა და რეცესიის ფონზე ესპანელები სულ უფრო მეტად ცდილობენ ინგლისურის ათვისებას. აი რას იუწყება ამის თაობაზე მადრიდიდან "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ლორენ ფრეიერი.

რიჩარდ ვონი ტეხასიდანაა. იგი აი უკვე 35 წელია ესპანეთში ცხოვრობს. იგი სათავეში უდგას ესპანეთში უმსხვილეს ლინგვისტურ კომპანიას, რომელიც ინგლისური ენის შესწავლას ემსახურება. ამ კომპანიას ეკკუთვნის სატელევიზიიო არხი აპრენდეინგლეს, რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვან არხია ესპანეთში.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში ვონმა თავისი მოსაზრება გამოთქვა იმის თაობაზე, თუ რატომ უყურებს სულ უფრო მეტი ესპანელი მის ტელეარხს და რატომ შეინიშნება ინგლისური ენის შესწავლის ბუმი ესპანეთში.

„მიზეზი ერთია, რომ იპოვონ უკეთესი სამუშაო. ესპანელები ინგლისურ ენას კულტურული მოსაზრებებით არ სწავლობენ. ინგლისური ენის შესწავლის მიზეზი 99 პროცენტი პროფესიონალური მიზნებისთვისაა."

გლობალიზაციამ თან მოიტანა ის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უცხოეთში მუშაობს. ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა ეკონომიკური რეცესიის ფონზე. აი რა თქვა ამის თაობაზე, ეკონომიკის ლონდონის სკოლის ენის შემსწავლელი სკოლის დირექტორმა ნიკ ბერნმა:

„ჩვენი დაკვირვებით არა მარტო ჩვენს ცენტრებში ბრიტანეთის მასშტაბით, არამედ მთელს ევროპაში ინგლისურის შესწავლა გაფართოვდა. ამაში არ მოიაზრება ის ხალხი, ვინც ფუნდამენტურად სწავლობს ენებს, არამედ ის ხალხი, ვისაც ინგლისურის ელემენტარულ დონეზე შესწავლა სურს.“

ესპანეთში ძირითადად სწავლობენ ინგლისურს ისინი, ვინც ცდილობს უცხოეთში მოიპოვოს სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით ბრიტანეთსა და აშშ-ში. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ ესპანეთში სამსახური უცხოურ კომპანიებში იპოვონ. დღეს მრავალი კომპანია ესპანეთში მოითოხოვს სულ მცირე ორი ენის ცოდნას. დომენიკ კემბელი ამერიკელია, რომელიც მადრიდში ცხოვრობს. იგი ინგლისურს ასწავლის აი რა თქვა მან ჩვენთან საუბარში:

„დღეს ბევრი კომპანია სულ მცირე ორი ენის ცოდნას მოითხოვს და ძირითადად ეს მინიმუმი შეეხება ესპანურსა და ინგლისურს. თუმც ბევრ კომპანიაში ესპანურს ინგლისურსა და ფრანგულსაც ითხოვენ, განსაკუთრებით ავიაკომპანიებში. „

ესპანეთი სხვა ევროპულ ქვეყნებს ყოველთვის ჩამორჩებოდა ინგლისურის ცოდნაში, რადგანაც ეპანეთში არ იყო ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1/5 ესპანურენოვანია. აქედან გამომდინარე, ესპანელები ავტომატურად ასკვნიდნენ, რომ სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, ისინი ესპანური ენით გავიდოდნენ ფონს. მაგრამ დღეს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა 5 ესპანელიდან, სულ მცირე ერთი მაინც უმუშევარია. მთელს ევროპაში ესპანეთს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე აქვს. 20 წლის ასაკის ახალგაზრდების 40 % უმუშევარია. ეს კი ავტომატურად უბიძგებს ბევრ ესპანელს სამუშაო უცხოეთში ეძებოს.

XS
SM
MD
LG