ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაშველები დაშავებულების ძებნას აგრძელებენ


მატარებლის 13 ვაგონი რელსებიდან ამოვარდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს დაეჯახა.

ინდოეთში მომხდარი მატარებლის რელსებიდან ამოვარდნის შემდეგ, მაშველები კვლავ აგრძელებენ დაშავებულების ძებნას.

ავარიის ორგანიზებაში მაოისტები არიან ეჭვმიტანილი. წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 98 ადამიანია დაღუპული და 200-ზე მეტი დაშავებული.

ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. სარკინიგზო კატასტროფა გუშინ დილას კოლკატადან მუმბაიში მიმავალ ექსპრეს მატარებელზე მოხდა. მატარებლის 13 ვაგონი რელსებიდან ამოვარდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს დაეჯახა.

ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მაოისტების რეგიონებში ღამით მატარებლების მიმოსვლა განუსაზღვრელი დროით შეჩერდა.

XS
SM
MD
LG