ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში სამუშაო ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდა


დასაქმების ბაზარზე პოზიტიური მაჩვენებლების მიუხედავად ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამუშაო ბაზარზე თანდათანობით გამოცოხლება შეინიშნება,

მთავრობის განცხადებით, ამ კვირაში დახმარებისთვის სახელმწიფოს 348,000 მა უმუშევარმა მიმართა, რაც წინა კვირის 5,000 -თან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებია.

ბოლო დროს ამერიკულმა კომპანიებმა მცირე რაოდენობის თანამშრომლები დაითხოვეს სამსახურებიდან. პარალელურად თებერვალში 250,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

მიუხედავად დასაქმების ბაზარზე პოზიტიური მაჩვენებლებისა, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. თუმცა პრეზიდენტ ობამას სჯერა, რომ მისი პრიორიტეტები მომავალ საპრეზიდენტო კამპანიაში ბანკებისა და საავტომობილო კომპანიების გაკოტრებისგან ხსნა იქნება.

XS
SM
MD
LG