ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიუ ჯინტაოს ახალი მემკვიდრე


ჰიუ ჯინტაოს ახალი მემკვიდრე
ჰიუ ჯინტაოს ახალი მემკვიდრე

ვიცე პრეზიდენტი ქსი ძინპინგი გავლენიანი ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე თავმჯდომარედ დასახელდა.

ჩინეთის მედიის ცნობით, ვიცე პრეზიდენტი ქსი ძინპინგი გავლენიანი ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე თავმჯდომარედ დასახელდა, რაც სავარაუდოდ მას ამჟამინდელი პრეზიდნეტის ჰიუ ჯინტაოს მემკვიდრედ დანიშვნას ნიშნავს.

ძინპინგის დაწინაურების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, კომუნისტური პარტიის ყოველწლიური, ოთხდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარტიის ლიდერებმა ასევე მხარი დაუჭირეს ქვეყნის ხუთწლიანი ეკონომიკური გეგმის დამტკიცებას, რომელიც სტაბილურ, თუმცა თანაბარ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს.

ბატონი ქსი ჰიუ ჯინტაოს სტილში აგრძელებს მოღვაწეობას და სამხედრო კომისიის მენეჯმენტის რიგებში ეწერება. იგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს წევრი 2007 წლიდან არის.

XS
SM
MD
LG