ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონების ოპერაცია გრძელდება


დრონების ოპერაცია გრძელდება
დრონების ოპერაცია გრძელდება

პაკისტანის დაზვერვის ცნობით, შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ავღანეთის საზღვართან ოთხი ამბოხებული განადგურდა. სამხრეთ ვაზირისტანის რაიონში ე.წ. დრონის მიერ გაშვებული რაკეტა ავტომანქანას მოხვდა, სადაც ამბოხებულები იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, ვაზირისტანის რაიონი ალ-ყაიდას და თალიბანის საყრდენ ტერიტორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ე.წ. დრონის მიერ სპეციალური აქცია 12 ივლისს განხორციელდა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული აქციების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. პაკისტანი დრონების გამოყენებას გმობს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ აქციად აფასებს, თუმცა, უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები პაკისტანის დაზვერვის დახმარებით ხდება.

XS
SM
MD
LG