ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ქალაქ კვეტაში აფეთქება მოხდა


პაკისტანის ქალაქ კვეტაში აფეთქება მოხდა
პაკისტანის ქალაქ კვეტაში აფეთქება მოხდა

10 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ კვეტაში მომხდარი აფეთქების გამო. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის ამოქმედების შედეგად მოხდა.

აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ერთ-ერთ უმთავრეს ისლამურ დღესასწაულზე ასობით მომლოცველი მეჩეთიდან სახლებისკენ მიემართებოდა. საყოველთაო ფესტივალი რამადანის, მუსლიმთა მარხვის, დასრულებას აღნიშნავს.

ქალაქი კვეტა თალიბთა და ნაციონალისტთა მთავარ ცენტრად ითვლება. პოლიცია ფიქრობს, რომ ტერორისტის სამიზნე შიიტთა მეჩეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მძღოლმა სავარაუდოდ გზის გადაკეტვის გამო დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და მანქანის სადგომზე გაჩერდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა და ირგვლივ შენობებიც დაზიანდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

XS
SM
MD
LG