ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩარლზ კოლსონი გარდაიცვალა


კოლსონის ბაფტისტურ რადიოარხს მილიონობით ამერიკელი უსმენდა.

პრეზიდენტ ნიქსონის სპეციალური კონსული ჩარლზ კოლსონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. კოლსონი ამერიკის ისტორიაში ვოტერგეიტის გახმაურებულ სკანდალთან კავშირის გამო შევიდა.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტმა" 1972 წელს ჩარლზ კოლსონს ერთერთი ყველაზე "დიდი მანიპულატორი და ბინძური ხრიკების ოსტატი" უწოდა. კოლსონი არაკანონიერი საქმიანობისთვის დამნაშავედ ცნეს და მან შვიდი თვე ალაბამას ციხეში გაატარა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩარლზ კოლსონი ბაფტისტურ მოძღვრებას დაეუფლა. ცოტა ხანში მან ამ თემაზე წიგნების წერა დაიწყო და მალე რელიგიური რადიო არხი გახსხნა. ბაფტისტურ რადიოარხს მილიონობით ამერიკელი უსმენდა.

2005 წელს ჟურნალმა "თაიმმა" ჩარლზ კოლსონი ამერიკაში ერთერთ ყველაზე გავლენიან ევანგელისტ ლიდერად დაასახელა.

XS
SM
MD
LG